გოგა ბითაძე ნბა-ს 2018 წლის დრაფტზე დადგება
გოგა ბითაძე ნბა-ს 2018 წლის დრაფტზე დადგება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ნბა-ს წლევანდელ დრაფტზე დადგება.

ამ ფაქტს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის მენეჯერი მიშკო რაჟნატოვიჩი ადასტურებს.

19 წლის გოგა ბითაძე სერბული “მეგა ბიმაქსის” ღირსებას იცავს. ახალგაზრდა ცენტრმა უკვე მოიგო ახალგაზრდული ლიგა და ფინალური ოთხეულის MVP გახდა.

nbadraft.net გოგას არჩევას მეორე წრეში ვარაუდობს.