გოგა ბითაძე მოედანს ხუთი ქულითა და ორი მოხსნით დაუბრუნდა (ვიდეო)

„ინდიანა პესიერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. ახალგაზრდა ქართველ ლეგიონერს ტრავმა აწუხებდა და რეგულარული სეზონის სტარტი გამოტოვა.

ბითაძემ რამდენიმე საათის წინ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ მატჩში იასპარეზა. გოგამ პარკეტზე არასრული 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან ხუთი ქულა, ორი მოხსნა, ორი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. „ინდიანა“ „კლიპერსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა (129-96).

პეისერსის“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 23 ქულა დააგროვა დაგ მაკდერმოტმა.

კლიპერსის“ რიგებში კი 20-20 ქულა მარკუს მორისმა და ლუკ კენარდმა მიითვალეს. კავაი ლეონარდის ანგარიშზე 17 ქულაა.