გოგა ბითაძე - დამიჯერეთ, საქართველოს ნაკრებში თამაშზე კარგი არაფერია, როცა საშუალება მომეცემა, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვალ #ტაიმაუტი
„ველოდი, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი სეზონი რთული იქნებოდა, რეალურად ასეც იყო. თუმცა „ინდიანა პეისერსში“ გატარებულმა ერთმა წელმა ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში – დამანახა, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყო. შესაძლოა, ერთი მატჩი არ ითამაშო, მეორეში ცოტა დრო გერგოს, მაგრამ მაინც მზად უნდა იყო, რადგან, შეიძლება, მესამე შეხვედრაში მწვრთნელი დაგეყრდნოს და სწორედ ეს არის შანსი, დაამტკიცო რაც შეგიძლია,“ – უთხრა გოგა ბითაძემ გადაცემა ტაიმაუტის წამყვან გიორგი თვალაბეიშვილს.
NBA-ის ქართველ წარმომადგენელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალი სეზონიდან იხილავთ. აქ კი სამ თემაზე ამოკრეფილ პასუხებს შემოგთავაზებთ – „ინდიანაზე“, საქართველოს ნაკრებსა და საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელ პლეი ოფზე.