გოგა ბითაძე - ჩემი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია
გოგა ბითაძე - ჩემი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ „პეისერსის“ კალათბურთელის რანგის პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის განმავლობაში იგი მრავალ თემას, მათ შორის ქვეყნის ოკუპაციას შეეხო.

„ბავშვობაში არ მქონდა საშუალება კალათბურთისთვის მეყურებინა, რადგან ჩემს ქვეყანაში მძიმე ვითარება იყო და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩები არ შუქდებოდა. როდესაც პირველად ვუყურე, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ვფიქრობდი, რომ სუპერგმირები თამაშობდნენ. უკვე ვახსენე, რომ თბილისში მძიმე ვითარება იყო. ჩვენ რუსეთთან 2008 წელსაც ვიომეთ და მას შემდეგ ჩემი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი 21 ივნისს, თბილისის დროით დილის სამ საათზე გაიმართა და გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ მე-18 ნომრად აირჩია.