გოჩოლეიშვილმა დანიაში საგოლე გადაცემა შეასრულა - „კოპენჰაგენმა“ „სილკებორგთან“ მოგება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიის სუპერლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა და „კოპენჰაგენს“ „სილკებორგთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში ქართველის გუნდმა მეტოქეს „პარკენ არენაზე“ უმასპინძლა. გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მუჰამედ ელიუნუსის (8.4) შემდეგ საუკეთესო შეფასება, 7.9 ქულა მიიღო.
„კოპენჰაგენმა“ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა – გოჩოლეიშვილის გადაცემით „სილკებორგს“ ანდრეას კორნელიუსმა გაუტანა. მასპინძლები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ სტუმრებმა 90+9-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს.
გოჩოლეიშვილმა დანიის სუპერლიგაში პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა. „კოპენჰაგენი“ 14 ტურის შემდეგ 26 ქულით მესამე ადგილზეა და „მიდტიულანდს“ (27) ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „ორჰუსს“ (26) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.