გოჩოლეიშვილის პირველი დღე „შახტარში“ - უკრაინელები თურქეთში ემზადებიან [ვიდეო] #1TVSPORT
გოჩოლეიშვილის პირველი დღე „შახტარში“ - უკრაინელები თურქეთში ემზადებიან [ვიდეო] #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“ თურქეთის ქალაქ ბელეკში წლის პირველი შეკრება დაიწყო, სადაც გუნდს საქართველოს ნაკრების მცველი, „საბურთალოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი შეუერთდა და პირველივე დღიდან დონბასელთა პრესსამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ეს ვარჯიში გიორგი გოჩოლეიშვილისთვის „შახტარში“ სადებიუტოა. ახალწვეულს მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა გუნდში ჩარიცხვა მიულოცეს. ქართველი მცველი 29 ფეხბურთელთან ერთად საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა“, – წერია უკრაინული კლუბის ვებგვერდზე.

იოვიჩევიჩის გუნდმა 2023 წელს პირველი ვარჯიში მსუბუქი დატვირთვით დაიწყო, ხოლო მერე, ფიტნესცენტრში ნახევარსაათიანი გახურების შემდეგ, ფეხბურთელებმა ვარჯიში მოედანზე განაგრძეს.

ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ მატჩს „შახტარი“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ფრანგულ „რენთან“ გამართავს. დაპირისპირება 16 თებერვალს ვარშავაში, „ვოისკა პოლსკას“ სტადიონზე გაიმართება.