გოჩოლეიშვილის დებიუტი „კოპენჰაგენში“ – დანიელებმა ჩეხები დაამარცხეს #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „კოპენჰაგენში“, რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხური „ოსტრავა“ 1:0 დაამარცხა.
გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ მცირე ხნის წინ იჯარით გადავიდა. ამ დროს დანიური კლუბი ევროტურნირზე თამაშს უკვე ატარებდა და, ბუნებრივია, ქართველი ახალწვეული განაცხადში არ იყო.
ამჯერად გიორგი სამატჩო ოქმში მოხვდა და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მე-10 წუთზე დანიელების მექსიკელი მცველი როდრიგო ჰუესკასი დაშავდა და მწვრთნელმა გოჩოლეიშვილი მოედანზე შეუშვა. მისი თამაში 6,5 ქულით შეაფასეს.
„კოპენჰაგენი“კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ოსტრავას“ ჩეხეთში 15 აგვისტოს ესტუმრება. მანამდე, 11 აგვისტოს კი ქართველის გუნდი დანიის სუპერლიგაში „სონდერიისკეს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.