გოჩოლეიშვილი ნაკრებში გამოძახებზე - ვეცდები, ეს იმედები გავამართლო [ვიდეო] #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი ნაკრებში გამოძახებზე - ვეცდები, ეს იმედები გავამართლო [ვიდეო] #1TVSPORT

„საბურთალოსა“ და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. 21 წლის მცველმა ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ ნდობაზე ემოციური კომენტარი გააკეთა.

„ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, გამონაკლისი არც მე ვარ. მიხარია, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს. რთულია, ამ ემოციების გამოხატვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და მწვრთნელებს ნდობისთვის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“, ყველა ჩემს გულშემატკივარსა და ჟურნალისტებს. ვეცდები, ეს იმედები გავამართლო“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

„საბურთალოს” აკადემიიდან გოჩოლეიშვილი მთავარ გუნდში 2020 წლის იანვარში დააწინაურეს და მას შემდეგ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ მოთამაშის ტრანსფერს 600 ათას ევროდ აფასებს და ელიგის ყველაზე ძირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია.

გიორგის მიერ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების კარში გატანილი გოლი, გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად, Gff Awards2021-ზე 2021 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.