გოჩოლეიშვილი კეინის წინააღმდეგ - „შახტარმა“ და „ტოტენჰემმა“ უკრაინის მხარდასაჭერად ითამაშეს #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი კეინის წინააღმდეგ - „შახტარმა“ და „ტოტენჰემმა“ უკრაინის მხარდასაჭერად ითამაშეს #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი ითამაშა, რომელშიც ქართველის გუნდს, დონეცკის „შახტარს“ „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.

უკრაინის ხალხის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მატჩი ლონდონში ჩატარდა და 56 331 მაყურებლი დაესწრო. ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხები გადაეცემა „შახტარის“ სოციალურ ფონდს და უკრაინის ხალხის დახმარებისთვის იქნება მიმართული.

გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა კი ლონდონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინიმ პოკერი შეასრულა, ერთიც დეინ სკარლეტის ანგარიშზეა, ხოლო „შახტარიდან“ თავი 19 წლის კევინ კელსიმ გამოიჩინა.

მე-16 წუთზე მსაჯმა შეაჩერა თამაში და ორივე გუნდის და გულშემატკივრების ოვაციების ფონზე, „შახტარის“ მეკარე ანდრი პიატოვი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს. დონეცკელთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ ანდრის სიმბოლურ გადასა 482- ნომრიანი მაისურა – პიატოვმა „შახტარში“ გატარებულ 16 სეზონში 482 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად 28 ტიტული მოიგო.

შემდეგ შეხვედრა გოჩოლეიშვილის „შახტარი“ 14 აგვისტოს გამართავს – უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში, პატრიკ ვან ლეუვანის გუნდი „ოლექსანდრიასთან“ ითამაშებს.