გობაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების მეხუთე მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
გობაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების მეხუთე მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ (87კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა დანიელი სპორტსმენი დაამარცხა. ტურნირზე დღეს, ცოტა ხნით ადრე რამაზ ზოიძეც (67კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო 21 წლის ლერი აბულაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე მთლიანობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს ნაკრებს ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოუტანეს. წინა დღეებში მესამე ადგილებზე ნუგზარ წურწუმია (55კგ) და მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია გავიდნენ.