Goal-ის ვერსიით, ევრო 2024-ის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია #1TVSPORT
Goal-ის ვერსიით, ევრო 2024-ის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია #1TVSPORT

საფეხბურთო საინფორმაციო პორტალმა, Goal-მა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფავორიტების რეიტინგი შეადგინა.

სიაში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა, რომელმაც პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ტურნირზე ისტორიაში პირველად გავიდა.

გამოცემის მიხედვით, ევრო 2024-ის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია, მეორე ადგილზე პორტუგალიის ეროვნული გუნდია, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს შეხვდება, ხოლო ფავორიტთა შორის მესამე ბელგიაა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ალბანეთთან ერთად ბოლო ადგილზე დასახელდა, როგორც ტურნირის დებიუტანტი.

გერმანიაში კონტინენტის პირველობა 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია.

ევრო 2024-ზე საქართველო F ჯგუფში ითამაშებს თურქეთთან (18 ივნისს დორტმუნდში), ჩეხეთთან (22 ივნისს ჰამბურგში) და პორტუგალიასთან (26 ივნისს გელზენკირხენში).