Goal.com-ი - კვარაცხელიამ სერია A-ს MVP-ის ტიტული სტატისტიკითაც დაიმსახურა, მთელი სეზონი „ნაპოლის“ მიუძღოდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველივე სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ ფაქტს ცნობილი გამოცემა Goal.com-ი გამოეხმაურა და სტატისტიკური მონაცემებით განმარტა, რატომ გამოარჩიეს „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი.
„ნაპოლის“ პილოტი არის სერია A-ს MVP – პირველი ნომერი პირველივე იტალიურ სეზონში
„სერია A-ს პირველ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – შესანიშნავი წელია ახალგაზრდა კაცისთვის, რომელმაც ყველა კოლეგას აჯობა. 2022 წლის ზაფხულში ჩამოსულმა, ძნელად გამოსათქმელი გვარის მოთამაშემ, კვარაცხელიამ მოკლე დროში შოკში ჩააგდო სერია A ტექნიკური თვისებების დემონსტრირებით და პარტნიორ ოსიმენთან ერთად მოახერხა „ნაპოლის“ სკუდეტომდე მიყვანა.
იტალიის ჩემპიონატის პირველივე სეზონმა კვარაცხელია ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ აქცია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც, თუ გავითვალისწინებთ „ნაპოლიში“ მის პროგრესს, იმ თვისებებს, რაც მან მთელ მსოფლიოს აჩვენა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გაიყვანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა დუბლის შესრულება – 12 გოლი გაიტანა, ხოლო 13 საგოლე გადაცემით ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოთა შორის მოხვდა. ობიექტურად, „ნაპოლის“ მთელი სეზონის განმავლობაში კვარა მიუძღოდა.
როგორც სერია A-ს სტატისტიკა მოწმობს, MVP-ის ტიტული ასევე მოიპოვა: თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარით (K-Solution 94.8%) და შეტევაში აგრესიულობით (95.3%).
ათლეტურობით გამოჩნდა, როგორც საუკეთესო მოთამაშე. მისი ტექნიკური ეფექტურობა 94,8%-ია, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სერია A-ს რეკორდი და ევროპის საუკეთესო თავდამსხმელების მონაცემებია.
MVP ნომინანტები და გამარჯვებულები, ფაქტობრივად, ზუსტი პარამეტრების საფუძველზე შეირჩა, როგორიცაა Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) ანალიზი, რომელიც დაფიქსირებულია Hawk-Eye სისტემის თვალთვალის მონაცემებიდან.
კანდიდატების დასადგენად, ფაქტობრივად, გაანალიზდა ოპტიმალური მოძრაობები, სათამაშო გადაწყვეტილებები, წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ შესრულებაში, რამაც შესაძლებელი გახადა მისი თამაშის ობიექტურად და ხარისხობრივად შეფასება“, – წერს გამოცემა.