ჯექსონვილში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი საბრძოლო ღამე გაიმართა. ქარდის მთავარი დაპირისპირება ენტონი სმიტსა და გლოვერ ტეიშეირას შორის შედგა.
40 წლის ბრაზილიელმა სმიტი ბოლო მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბენ როთველმა ოვინ სენ პროს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია. დრიუ დობერმა ალექსანდრ ჰერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. რიკი სიმონმა რეი ბორგს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო. ვეტერანი ანდრეი არლოვსკი ფილიპე ლინსზე უკეთ გამოიყურებოდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მაიკლ ჯონსონი კი ტიაგო მოისესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
16 მარტს ჯექსონვილში კიდევ ერთი ქარდი ჩატარდება, სადაც ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძეც მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე მაიკ დევისი იქნება.