კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს მომავალი სეზონის ბოლოს ჩაიბარებს, – იუწყება Globo.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენთან, ედნალდო როდრიგესთან ორი შეხვედრა გამართა და მიღწეულია შეთანხმება, რომ ანჩელოტი 2024 წლის სეზონის ბოლოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების ხელმძღვანელი გახდება.
Globo-ს ცნობით, განიხილებოდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრები ანჩელოტის ვაჟს, დევიდე ანჩელოტის უნდა გაეწვრთნა და შემდეგ მამისთვის გადაებარებინა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნლის მოვალეობას ახლა რამონ მენეზესი ასრულებს.