„globalsportssalaries“-მ მსოფლიოს 68 უმდიდრესი საფეხბურთო ლიგების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საერთაშორისო კომპანიის ცნობით, ქართული საფეხბურთო ლიგა მსოფლიოში ხელფასებით 50-ე ადგილზეა.
“globalsportssalaries”-ის კვლევას თუ ვენდობით, ეროვნული ლიგის მოთამაშე წელიწადში 15,607 დოლარს იღებს, ჩვენს მოთამაშეებზე მეტ ხელფასს კი იღებენ ლიხტენშტაინში, ისლანდიასა და ირლანდიაში, სადაც ძლიერი და მდიდარი საფეხბურთო კლუბები არ ჰყავთ. მაგრამ ძნელი ვენდოთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს კლუბებში საშუალოდ, ფეხბურთელს თვეში 1200 დოლარს უხდიან – ეს არარეალურად დიდი თანხაა.
ისიც საეჭვო ჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გაცილებით მეტს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე ლატვიაში, სადაც ირაკლი სიხარულიძე გადავიდა – ლოგიკით, საქართველოში ამ ბალტიურ ქვეყანაზე უკეთესი პირობები რომ იყოს, 2017 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ასე არ მოიქცეოდა.
ტოპ-10
ინგლისი 3,935,197
ესპანეთი 2,896,151
იტალია 1,999,865
გერმანია 1,837,613
საფრანგეთი 1,302,347
ჩინეთი 1,051,603
რუსეთი 877,071
თურქეთი 864,053
ბრაზილია 670,740
კანადა 519,883
საუდის არაბეთი 507,933
ყველაზე ღარიბები
ჩრდ. ირლანდია 7,555
ფარერები 7,449
ესტონეთი 7,236
გიბრალტარი 7,093
ნიგერია 6,579
ანდორა 6,526
უელსი 6,313
მოლდოვა 5,426
სომხეთი 3,050
სან-მარინო 2,943