გლენ ჯონსონი - თუ ფეხბურთელები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ისინი მოედანს არ უნდა დაუბრუნდნენ
გლენ ჯონსონი - თუ ფეხბურთელები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ისინი მოედანს არ უნდა დაუბრუნდნენ

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი გლენ ჯონსონი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომელმაც ჯერ ფეხბურთელები აიძულა, ხელფასების შემცირებაზე წასულიყვნენ, ახლა კი სურს, რომ ისინი სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მოედანს.

„ეს სირცხვილია! როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა? გასაგებია, რომ ხალხს უყვარს ფეხბურთის ყურება, მაგრამ ეს აღმაშფოთებელია“, – მოჰყავს ჯონსონის სიტყვები „დეილი მეილს“, – „არ შეიძლება, ფეხბურთელებს ჯერ ხელფასის შემცირებაზე წასვლა მოსთხოვო, შემდეგ კი აიძულო, რომ სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მოედანს. ყველას სურს სპორტის დაბრუნება, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ხალხი ჯერ კიდევ კვდება. თუ ფეხბურთელები უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს, ისინი მოედანს არ უნდა დაუბრუნდნენ“.

გლენ ჯონსონი „ლივერპულის“ ღირსებას 2009-15 წლებში იცავდა.