გლეიზერების ოჯახმა გადაწყვიტა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულამდე გაასხვისოს #1TVSPORT
გლეიზერების ოჯახმა გადაწყვიტა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულამდე გაასხვისოს #1TVSPORT

„მანჩეტერ იუნაიტედის“ ამერიკელმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე გაყიდონ.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდელების ოჯახი მანჩესტერულ გრანდში ხუთ მილიარდ ევროს ითხოვს.

„მანჩესტერის“ შეძენის მსურველებს შორის არიან კატარის შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ-ტანი და ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი. გასულ თვეში არაერთხელ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით ამერიკელი მულტიმილიარდელი ილონ მასკიც არის დაინტერსებული.

25 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 49 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება, პრემიერლიგას კი ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს.