ბელარუსიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალექსანდრ გლებმა, კორონავირუსის მიუხედავად, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
„ამჟამად მთელი მსოფლიო თვალს ბელარუსის ჩემპიონტს ადევნებს. ყველა უნდა მივიდეს ტელეეკრანებთან და ჩვენ გვიყუროს. ეს ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება. ვინ იცის, იქნებ კრიშტოანო რონალდოს და ლეო მესის ბელარუსიის ჩემპიონატში მოუნდეთ სეზონის გაგრძელება. მე მათ ვეპატიჟები. კორონავირუსმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა გააჩერა. უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ პანდემია უნდა შევაჩეროთ“ – დაასრულა გლებმა.