გლადბახმა ახალი მწვრთნელი იპოვნა

12:40, 11.04.2019

ზალცბურგის მთავარი მწვრთნელი მარკო როზე ზაფხულში მიონხენგლადბახის ბორუსიას ჩაუდგება სათავეში, – წერს გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი.

გერმანელი სპეციალისტი ზალცბურგს 2017 წლიდან ავარჯიშებს, მანამდე კი ოთხი სეზონის განმავლობაში მუშაობდა ავსტრიელთა ასაკობრივ გუნდებში. გასულ სეზონში ზალცბურგმა ავსტრიის ჩემპიონატი მოიგო და მიმდინარე პირველობაზეც ცხრილის სათავეშია.

ამ მომენტისთვის გლადბახს დიტერ ჰეკინგი ავარჯიშებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს პოსტს. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა ბუნდესლიგის ცხრილში.

მსგავსი