გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
თბილისის სპორტის სასახლემ გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლა
10-10 წონით კატეგორიაში 18 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
მედლები გათამაშდა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯამში 28 მედალი დააგროვა. აქედან შვიდი ოქრო, ექვსი ვერცხლი და 15 ბრინჯაო.
ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ქართველი სპორტსმენებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო. კონტინენტის პირველობა 14-22 სექტემბერს ყაზახეთში, ქალაქ ნურსულთანში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები.
თბილისის ტურნირზე ქართველების შედეგი:
28 მედალი
შვიდი ოქრო, ექვსი ვერცხლი, 15 ბრინჯაო
თავისუფალი ჭიდაობა – ხუთი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი
ჩემპიონები გახდნენ:
ოთარ გოგავა (57 კგ) – ოქრო
ბექა ლომთაძე (61 კგ) – ოქრო
გიორგი სულავა (74 კგ) – ოქრო
ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ) – ოქრო
გენო პეტრიაშვილი (125 კგ) – ოქრო
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ:
თემურ ბერუაშვილი (74 კგ) – ვერცხლი
კონსტანტინე ხაბალაშვილი (70 კგ) – ვერცხლი
ირაკლი მწითური (92 კგ) – ვერცხლი
მამუკა კორძაია (97 კგ) – ვერცხლი
ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) – ვერცხლი
მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
რამაზ თურმანიძე (57 კგ) – ბრინჯაო
მიხეილ ბერძნიშვილი (61 კგ) – ბრინჯაო
ცოტნე აბალაკი (65 კგ) – ბრინჯაო
მირზა სხულუხია (70 კგ) – ბრინჯაო
ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) – ბრინჯაო
ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) – ბრინჯაო
სანდრო ამინაშვილი (86 კგ) – ბრინჯაო
დავით ფირუზაშვილი (86 კგ) – ბრინჯაო
ბექა ნადაშვილი (92 კგ) – ბრინჯაო
გივი მაჭარაშვილი (97 კგ) – ბრინჯაო
გიორგი შამათავა (125 კგ) – ბრინჯაო
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია:
ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო
აივენგო რიკაძე (82 კგ) – ოქრო
ლევან არაბული (130 კგ) – ოქრო
ვერცხლის მედალს დაეუფლა
შალვა ხაჩიძე (87 კგ) – ვერცხლი
ბრინჯაოს მედლებს:
გიორგი ხუჭუა (72 კგ) – ბრინჯაო
ნიკა საბანაშვილი (67 კგ) – ბრინჯაო
ალექსი ლოდია (97 კგ) – ბრინჯაო
სულხან ბუიძე (130 კგ) – ბრინჯაო