გიტანას ნაუსედა - მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის
გიტანას ნაუსედა - მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის

მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს ახალი გზები უკრაინის დასახმარებლად.

„მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ და ფინანსური წვლილი შევიტანოთ ამ ინიციატივაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღეს დავინახო, რომ ევროპული ინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მალე, რადგან ეს ჩვენი სანდოობის საკითხია. უკრაინამ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებასა და პირობებში გაატარა საჭირო რეფორმები. ახლა ჩვენი ჯერია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.