გისურვებთ ტიტულებსა და ევროპულ წარმატებებს - „აპოელმა“ დვალი წარადგინა #1TVSPORT
ნიქოზიას „აპოელმა“ ლაშა დვალთან კონტრატქი გააფორმა – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების მცველთან კონტარქტის გაფორმებაზე კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩვენი კლუბი აცხადებს, რომ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ლაშა დვალთან. 27 წლის ფეხბურთელი თამაშობს ცენტრალურ მცველად. ის საქართველოშია დაბადებული და თავისი ქვეყნის ნაკრების მოთამაშეა. მივესალმებით ლაშა დვალს „აპოელში“ და ვუსურვებთ მას ლურჯ-ყვითელ ფერებში იზეიმოს ტიტულები და ევროპული წარმატებები“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.
ლაშა დვალი „საბურთალოს“ აღზრდილია. კარიერა „რედინგთან“ კონტრაქტით დაიწყო, მაგრამ ინგლისში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ლატვიის „სკონტოში“ გადავიდა. ასევე ითამაშა პოლონეთის, თურქეთის, გერმანიისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში. ბოლო ოთხი წელი „ფერენცვაროშში“ თამაშობდა, სადაც უნგრეთის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა, ითამაშა ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე.