„გიოტებორგში“ „საბურთალოს“ სხვა ფეხბურთელებითაც დაინტერესდნენ - ხარაიშვილმა ევროპას დავიწყებული სატრანსფერო ბაზარი გაახსენა
„გიოტებორგში“ „საბურთალოს“ სხვა ფეხბურთელებითაც დაინტერესდნენ - ხარაიშვილმა ევროპას დავიწყებული სატრანსფერო ბაზარი გაახსენა

„საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია პირველ არხთან აცხადებს, რომ „გიოტებორგში“ გიორგი ხარაიშვილის წარმატებული გამოსვლის გამო, შვედეთში სხვა ქართველი მოთამაშეებითაც დაინტერესდნენ.

„შვედებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხარაიშვილით კმაყოფილი არიან და ისიც აღნიშნეს, რომ გიორგი პიროვნულად ემადლიერებიან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამით გრძელდება „საბურთალოს” გეზი, რომელიც ჩვენი მოთამაშეების ევროპულ კლუბებთან ინტეგრაციას გულისხმობს. გიორგის კარგი გამოსვლა ამითაც მნიშვნელოვანია, რომ „საბურთალო” და ქართული საფეხბურთო ბაზარი კვლავ საინტერესო გახდა. კალაძის, კობიაშვილის, ქინქლაძის, არველაძეების, ქეცაბაიას და ნემსაძის თაობის შემდეგ ჩვენი ბაზარი ევროპისთვის მივიწყებული იყო. ახლა კი „გიოტებორგის” ხელმძღვანელობა გვეკითხება, საინტერესო და პერსპექტიული მოთამაშეები რომელ პოზიციაზე გვყავს“ – ამბობს კაშია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგში“ „საბურთალოდან“ 2018 წლსი თებერვალში იჯარით გადავიდა, ახლახანს კი შედურმა კლუბმა მისი ტრანსფერი თბილისური კლუბისგან გამოისყიდა და 22 წლის ქართველთან ახალი, 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.