გიორგობიანი ადამიანი-პროპელერია, 90 წუთი მოძრაობს და შეტევებს ამწვავებს - „სპორტბოქსმა“ ქართველი შემტევი წრის სიმბოლურში დაასახელა #1TVSPORT
გიორგობიანი ადამიანი-პროპელერია, 90 წუთი მოძრაობს და შეტევებს ამწვავებს - „სპორტბოქსმა“ ქართველი შემტევი წრის სიმბოლურში დაასახელა #1TVSPORT

ნიკოლოზ გიორგობიანი რუსეთის პირველი ლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული გამოცემა „სპორტბოქსმა“ დაასახელა.

წერილში – „ისინი ლიგაში საუკეთესოები არიან“, წარმოშობით ქართველი, 24 წლის თავდამსხმელის გამორჩევის მიზეზებზე წერს.

„ნიკოლოზ გიორგობიანი, ვლადიკავკაზის „ალანიას“ შემტევი ნახევარმცველი. მან 19 მატჩში ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა. პირველი ლიგის ყველაზე სანახაობრივ გუნდში ვინმეს გამორჩევა ადვილი არ არის, მაგრამ შეუძლებელია არ გამოვყოთ გიორგობიანი, რადგან ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება – ეს სწრაფი გიორგობიანია. 24 წლის შემტევი ადამიანი-პროპელერია. მთელი 90 წუთი მოძრაობს, მეტოქის კართან ვითარებას ძაბავს, შეტევებს ამწვავებს და შემოქმედებითი ფეხბურთელია“, – წერს „სპორტბოქსი“.

ნიკოლოზ გიორგობიანი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ ზაფხულში „უფადან“ გადავიდა. ის „ალანიაში“ გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა, მაგრამ ივნისში ვლადიკავკაზურმა კლუბმა 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის საბოლოო გამოსყიდვა გადაწყვიტა.

გიორგობიანი „უფაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში „ალანიას“ შემადგენლობაში ნახევარმცველმა პირველ ლიგაში 25 თამაში ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.