გიორგი ზარიამ თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ძველი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში მთავრდებოდა.
თბილისის „დინამომ“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი ახალ კონტრაქტზე დაითანხმა, რომლის მიხედვითაც, 20 წლის ფეხბურთელი კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან წელს „დინამოში“ რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა. გიორგი ზაფხულში დაშავდა, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბოლო ორი თვე ისვენებდა.
ახლა ზარია სარეაბილიტაციო პერიოდს წარმატებულად გადის, რამდენიმე თვეში კლუბს შეუერთდება და სრული დატვირთვით ივარჯიშებს.