გიორგი ყრუაშვილმა ერთა ლიგის ბოლო ტური იმსაჯა​​ #1TVSPORT
გიორგი ყრუაშვილმა ერთა ლიგის ბოლო ტური იმსაჯა​​ #1TVSPORT

25 სექტემბერს, ერთა ლიგის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები ემსახურებოდნენ.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯად ალეკო აფციაურმა იმუშავა.

ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების მატჩი „სტად დე ლუქსემბურგზე“ გაიმართა და 88-ე წუთზე გატანილი გოლით მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გიორგი ყრუაშვილმა ორივე გუნდის წევრებს 4-4 ყვითელი ბარათი აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩი ხორვატიისა და დანიის 21-წლამდე ნაკრებებს შორის ასევე ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს – მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი გახლდათ, ასისტენტები – გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი, მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი.