გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერს, „ბურგოსს“ გაუტანა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთში სადებიუტო გოლი გაიტანა და „გრანადას“ გასვლაზე ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერ „ბურგოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 79 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.2 ქულა დაიმსახურა.
ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრების იდეალური სწრაფი კონტრშეტევა გოლით წიტაიშვილმა დააგვირგვინა და „გრანადა“ წინ გაიყვანა. ანგარიში ლოპესმა (72) გაათანაბრა. მართალია, ტრიგუეროსმა ერთ წუთში ქართველის გუნდი ისევ დააწინაურა, მაგრამ 77-ე წუთზე სანჩესმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„გრანადა“ ლა ლიგა 2-ში გამართული 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-16 ადგილზეა.