გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ მოთამაშეს ფიფა-ს წესით სარგებლობა შეუძლია #1TVSPORT
უკრაინელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, იგორ ციგანიკმა კიევის „დინამოს“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის მომავალზე ისაუბრა, რომელიც ახლა ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს.
„წიტაიშვილის ტრანსფერი უკრაინულ კლუბს ეკუთვნის და ის იძულებულია, დაბრუნდეს „კიევის დინამოში“.
მაგრამ თუ ფიფა-ს წესი უკრაინულ კლუბებთან დაკავშირებით საომარი ვითარების გამო გაგრძელდება, უცხოელებს აქვთ შესაძლებლობა, კონტრაქტი გაწყვიტონ.
გიორგი წიტაიშვილის საკითხი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშებს“, – განაცხადა ციგანიკმა.
ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა 25 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართულ კლუბთან მისი საიჯარო ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა, ხოლო „დინამო კიევთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.