გიორგი წიტაიშვილი - ჩემი ტრანსფერი სანაკრებო მატჩების დროს გადაწყდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან.
„ომი რომ დაიწყო, საქართველოში ჩემს ოჯახში წავედი. ფორმის შესანარჩუნებლად „დინამო თბილისში“ ვემზადებოდი და ნაკრებში გამომიძახეს. არ ვიცი, ჩემს ტრანსფერზე რას წერენ. კონკრეტულად რა იქნება შემდეგ დღეებში გადაწყდება, სანამ ნაკრებში ვიქნები“, – განაცხადა წიტაიშვილმა.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ოდესურ კლუბში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„ჩერნომორეცის“ ფეხბურთელები, რომლებიც ახლა უკრაინაში არიან, ყველა ოჯახთან ერთადაა. ვისაც საშუალება ჰქონდა, სახლში წავიდა, ხოლო ვისაც არ აქვს, ოდესაში დარჩა. რა თქმა უნდა, ომი შეეხო სპორტს და ფეხბურთსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ომს მოვიგებთ, ქალაქები და სტადიონები აღდგება და ყველაფერი აშენდება“, – ამბობს წიტაიშვილი.