გიორგი წიტაიშვილი ბათუმის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონატზე გააცილა [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილასთან“ ეროვნული ლიგის მატჩის დაწყებამდე გიორგი წიტაიშვილი ბათუმის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონატზე საზეიმოდ გააცილა.
„ჩვენი ვარსკვლავი ევროპაზე – წარმატებას ვუსურვებთ გიორგი წიტაიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად EURO 2024-ზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„დილასთან“ მატჩის დაწყებამდე 23 წლის ნახევარმცველს გუნდის სახელით სიმბოლური საჩუქარი ბათუმის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა, ასლან ბალაძემ გადასცა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსამზადებლად 28 მაისს მიემგზავრება. ვილი სანიოლი გუნდს ავსტრიაში მოამზადებს, 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 10 ივნისიდან „ჯვაროსნები“ გერმანიაში გაემგზავრებიან.