გიორგი ვაშაძე - დიახ, ვეთანხმები საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ,​ მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ
გიორგი ვაშაძე - დიახ, ვეთანხმები საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ,​ მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ

დიახ, ვეთანხმები საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ,​ მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე საუბრისას.

„40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში და დიახ, მე ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. სადავო გახდა იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ და მეტი არაფერი. ბევრ განხილვაზე ეს ხალხიც იჯდა, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით ამ ბარიერებზე. მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვთ, რაღაც წამლები, მედიკამენტები იყიდება და შეიძლება, დალიონ, რომ ყველა საკითხი დაიმახსოვრონ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.