გიორგი ვაშაძე - ჩვენი გენეტიკა და წარსული გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო
გიორგი ვაშაძე - ჩვენი გენეტიკა და წარსული გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო

ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ქვეყანა, რომელიც უბრალოდ​ აკოპირებს სხვა ქვეყნებიდან რეფორმებს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანების ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამ, რაც საქართველოში გაკეთებულა და მომავალშიც გაკეთდება, უნდა იყოს უნიკალური, რადგან გენეტიკა და წარსული გვაძლევს ყველა შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2018 წლის არჩევნები, როცა ჩვენ ერთად დავდექით, 11 პოლიტიკური პარტია, ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს 12 პარტია ვართ, რადგან გასულ კვირას ძალიან ძლიერი პოლიტიკური ორგანიზმი „კანონი და სამართალი” ჩამოყალიბდა და ისიც შემოუერთდა ამ გაერთიანებას. თაკო აქ არის და დიდი მადლობა მას. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ეს არის დიდი გამარჯვება, რომელსაც ოპოზიციური ფლანგი საბოლოო გამარჯვებამდე მოიპოვებს საქართველოში“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.