გიორგი თუთაშვილის ბრინჯაო ობერვარტში, ლაშა ბექაური დღეს იჭიდავებს #1TVSPORT
გიორგი თუთაშვილის ბრინჯაო ობერვარტში, ლაშა ბექაური დღეს იჭიდავებს #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს კიდევ ორმა სპორტსმენმა – თორნიკე მარგველაშვილმა (60კგ) და საბა კაპანაძემ (66კგ) იჭიდავეს, მაგრამ ისინი ავსტრიულ ტურნირს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშნენ.

ობერვარტში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც ტრამვების გამო ერთ წელზე მეტია არ უჭიდავია.

მედლებისთვის დღეს კიდევ ოთხი ძიუდოისტი: ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი ბერიშვილი იბრძოლებენ.