გიორგი თევზაძე სლოვაკეთში ითამაშებს - "ჟილინას" ნაკრებიდან მოვეწონე
გიორგი თევზაძემ თბილისის “დინამო” დატოვა და კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს. 21 წლის მარცხენა მცველი ამიერიდან “ჟილინას” ფორმით ითამაშებს.
ინფორმაცია თევზაძემ პირველ არხთან დაადასტურა და მოლაპარაკების დეტალებზეც გველაპარაკა.
“მცირე ხნის წინ, “დინამოსთან” კონტრაქტი დამიმთავრდა და “ჟილინასთან” კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც
3-წლიანია. როგორც გავარკვიე, სლოვაკებმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მნახეს და მას შემდეგ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდათ. 6 თვის წინაც დამკავშირდნენ. თუმცა, მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდა, რადგან ტრავმირებული ვიყავი” – ამბობს თევზაძე პირველ არხთან.
თევზაძე “დინამოში” 2015 წელს “საბურთალოდან” გადავიდა. მის ახალ კლუბს, “ჟილინას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაოზეც უთამაშია. სლოვაკეთის დასრულებულ ჩემპიონატში გუნდი მე–4 ადგილზე გავიდა, მაგრამ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ იასპარეზებს, რადგან საგზურისთვის პლეი-ოფის ფინალში გიორგი ბერიძის “ტრენჩინთან” 1:2 დამარცხდა..