გიორგი ტერაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორ ქართველს – გიორგი ტერაშვილს და კოტე კაპანაძეს (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
გიორგი ტერაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ზეგედი დაამარცხა და შეჯიბრის ფინალში იასპარეზებს.
მეორე ქართველმა კოტე კაპანაძემ ფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა იაპონელ ტანაკასთან წააგო და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ტერაშვილი ოქროს მედლისთვის თანაგუნდელის დამარცხებელ იაპონელს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე გიორგი სარადალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თორნიკე მაზიაშვილი კი ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.