გიორგი სულაბერიძე ება-ს ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი სულაბერიძე ება-ს ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა #1TVSPORT

19 წლის გიორგი სულაბერიძე ება-ს ლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ეს გახლავთ ესპანეთის რიგით მეოთხე ლიგა, რომელშიც გიორგი სულაბერიძისა და ვატო გაჩეჩილაძის „ბადახოსი“ თამაშობს.

მე-11 ტურში ამ გუნდმა „სან ფერნანდო“ დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 85:77 დაამარცხა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგიმ 36 წუთში 19 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 3 სამიანია. სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 ბალი შეადგინა, რამაც ება-ს ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოუტანა ადგილი.

რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, მისი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

„ბადახოსი“ ება-ს ლიგის D-B ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მას 8 მოგება და 4 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს „ხიმნასტიკასთან“ გამართავს.