გიორგი სოღოიანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

ქართველმა მოციგავე გიორგი სოღოიანმა ოლიმპიური თამაშები დაასრულა. სამი ცდის შემდეგ მან საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ვერ მოახერხა და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. სოღოიანმა პირველი ცდა 30-ე ადგილზე დაასრულა, მეორე – 34-ეზე, ხოლო მესამე – 32-ეზე. მედლებისთის ბრძოლას საუკეთესო ოცეული განაგრძობს. ფინალური დაშვება ამ წუთებში მიმდინარეობს და მედლების მფლობელები რამდენიმე წუთში გამოვლინდებიან.

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე