გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა
გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ლიდერმა გიორგი შერმადინმა „იბეროსტართან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

ამასთან დაკავშირებით ესპნაური გუნდმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა

„გიორგი შერმადინი 2023 წლამდე კვლავ ჩვენი მაისურით იასპარეზებს. იბეროსტარ ტენერიფემ და ქართველმა ცენტრმა კონტრაქტის გახანგრძლივების შეთანხმებას მიაღწიეს“.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მედიასთან კომენტარი თავად შერმადინმაც გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას კვლავ ტენერიფეში გავაგრძელებ. მე აქ ძალიან კმაყოფილი ვარ. იბეროსტარი კარგი გუნდია, ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და საოცარი ფანები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ACB ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლას“.

31 წლის გიორგი შერმადინი ტენერიფეში 2019 წლიდან თამაშობს. ესპანეთში ის სხვადასხვა წლებში „სარაგოსას“, „ანდორასა“ და „უნიკახას“ ღირსებას იცავდა.