გიორგი შერმადინმა საკონტინენტთაშორისო თასი მეორედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიის „სან პაულუ“ დაამარცხა (89:68) და ბოლო ოთხ წელიწადში მეორედ მოიგო საპატიო ჯილდო.
ისევე როგორც ნახევარფინალში, ესპანურმა გუნდმა ბრაზილიელებთანაც თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. შერმადინმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 20 წუთი ითამაშა, 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეში“ ბომბარდირობა გაიყვეს სასუ სალინმა და ბრუნო ფიტიპალდომ – 15-15 ქულა.
შეგახსენებთ, რომ „ტენერიფემ“ საკონტინენტთაშორისო თასი 2020 წელსაც მოიგო.