გიორგი შერმადინმა საკლუბო სეზონი დაასრულა #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა საკლუბო სეზონი დაასრულა #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა 2022-23 წლების საკლუბო სეზონი დაასრულა. მისი „უნიკახა“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „უნიკახასთან“ დამარცხდა – 0:2. პირველი მატჩი ტენერიფეზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (59:72), მეორე შეხვედრას მალაგამ უმასპინძლა და კვლავ „უნიკახამ“ მოიგო – 97:74.

ვინაიდან „ტენერიფეში“ სეზონის საუკეთესო ცენტრი თამაშობს (გიორგი MVP-დ წინა კვირას დაასახელეს), მასპინძლებმა აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთეს – 32 სამქულიანი ისროლეს და 14 ჩააგდეს. შერმადინის გუნდმა კი, დიდი მცდელობის მიუხედეავად, თამაშის დალაგება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 23 ქულის სხვაობით დამარცხდა.

გიორგიმ 9 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი „უნიკახას“ ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ კალინოსკი გახდა. მან 21 ქულა ჩააგდო.

მალაგელები 1/2-ფინალში „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. მეორე წყვილი „რეალმა“ და „ხუვენტუდმა“ შეადგინეს.