გიორგი შერმადინმა მადრიდის „რეალთან“ მატჩში 10 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა – მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. აქამდე ორივე გუნდს 9-9 მოგება ჰქონდა და გამარჯვებული ერთპიროვნულად გალიდერდებოდა. შერმადინის თანაგუნდელებმა ღირსეულად იბრძოლეს, მაგრამ „სამეფო კლუბთან“ მაინც დამარცხდნენ – 67:80.
შერმადინმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.
მატჩის ბომბარდირობა ტენერიფელმა ამბორაიტისმა და მადრიდელმა ჰეზონიამ გაიყვეს. მათ 15-15 ქულა ჩააგდეს.
„რეალს“ 10 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, „ტენერიფე“ 9 მოგებით მეორეა.