გიორგი შერმადინმა გრანადაში 18 ქულა ჩააგდო - „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში 22-ე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა გრანადაში 18 ქულა ჩააგდო - „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში 22-ე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „გრანადას“ ესტუმრა და 82:73 დაამარცხა.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი ცენტრი იყო, რომელმაც 26 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.

ასევე 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჰაიმე ფერნანდესს, „გრანადას“ ბომბარდირი კი 16 ქულით მამადუ ნიანგი გახდა.

ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 22 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენისმურსიამ“ – შინ „ფუენლაბრადა“ 83:64 დაამარცხა.

რატიმ 2 წუთი ითამაშა და 1 ქულა ჩააგდო. თადმა 18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

მურსია“ 13 ქულით მეათე ადგილზეა. პლეი ოფში 8 გუნდი გადის.