გიორგი შერმადინმა ევროთასზე 9 ქულა დააგროვა
გიორგი შერმადინმა ევროთასზე 9 ქულა დააგროვა

რანგით მეორე საკალათბურთო ტურნირზე – ევროთასზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დაიწყო.

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკუთარ მოედანზე მიიღო გერმანიის “ფრანქფურტი” და 27 ქულით გაანადგურა მეტოქე – 91:64.

შერმადინმა 18 წუთი გაატარა მოედანზე და 9 ქულა (2/3 – ორქულიანი, 5/6 – საჯარიმო), 2 მოხსნა და ერთი პასი დააგროვა.

ეს “უნიკახას” პირველი მოგება იყო ევროთასის რეგულარულ სეზონში. D ჯგუფში მასთან ერთად ასევე თამაშობენ – “ფრანქფურტი”, “”უნიქსი”, “ლიეტუვოს რიტასი”, “ტორინო” და “მორნარი”.