„ევროლიგის“ გათამაშებაზე, ბოლო პერიოდში არადამაჯერებელია, „უნიკახა“. გიორგი შერმადინის გუნდი, მილანის „ოლიმპიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 87-101 დამარცხდა. ეს, ზედიზედ მესამე წაგება გამოდგა ესპანური კლუბისთვის. მალაგელთა ქართველი ლეგიონერი, შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გიორგი შერმადინმა, 13 წუთში: 6 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. სტუმრებს, კვლავ ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. სერბმა უკანახაზელმა, 22 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის მილანელთა უპირატესობით წარიმართა და ბოლო წუთებისთვის, სიმონე პიანიჯანის გუნდმა თამაშს ინტრიგა დაუკარგა. მილანელთა შორის, ენდრიუ გაუდლოკი და მინდაუგას კუზმინსკასი გამოირჩნენ, შესაბამისად, 18 და 17 ქულით. ამ გამარჯვების მიუხედავად, „ოლიმპია“ გათამაშების ერთერთი აუტსაიდერია. „უნიკახა“ მე-10-ე ადგილზე და მე-19-ე ტურში, საკუთარ მოედანზე, მადრიდის „რეალს“ მიიღებს.