გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ბარსელონაში მოიგო
გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ბარსელონაში მოიგო

საკალათბურთო ევროლიგის მე-13-ე ტურში, გიორგი შერმადინის „უნიკახამ“, სტუმრად „ბარსელონა“ დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა, მალაგელთა შემადგენლობაში, 12 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში, 4 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შერმადინმა, 3 დან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, 7 მოხსნიდან კი, 4 მეტოქის ფარზე აიღო. მალაგელებს, კვლავ ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა. სერბი უკანახაზელის მონაგარმა, 26 ქულა შეადგინა. ბარსას შემადგენლობაში, 19 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით, ტომას ერტელი გამოირჩა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ 90-83 გაიმარჯვეს. ჟოან პლაზას გუნდი, 5 მოგებით და 8 მარცხით, სატურნირო ცხრილში, მე-11-ე ადგილზე გადავიდა.