გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო (ვიდეო)
„იბეროსტარ ტენერიფემ“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს, საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ფინალურ მატჩში ესპანური გუნდი ბოლონიის „ვირტუსს“ დაუპირისპირდა და კანარელების დამაჯერებლი გამარჯვებით 80-72 დასრულდა.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დაჯილდოების ცერემონიაზე შერმადინი საქართველოს დროშით იდგა და ასე იზეიმა მოპოვებული თასის აღება.