გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „უნიკახასთან“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა. მისი „ტენერიფე“ „უნიკახას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ოთხი ქულით – 71:75 დამარცხდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 18:47 წუთი გაატარა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების ცენტრმა 8 ქულა (3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო) და 4 მოხსნა მოაგროვა.
23 მოგებითა და 10 მარცხით „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. გიორგი შერმადინის გუნდი მომდევნი შეხვედრას 23 მაისს შინ „სარაგოსას“ წინააღმდეგ გამართავს.