გიორგი შერმადინის ისტორიული რეკორდი ესპანეთში - 733 რეალიზებული ორქულიანი #1TVSPORT
წარუმატებელი გამოდგა „ტენერიფეს“ საშინაო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. კუნძულელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და ბოლო წუთებზე 76:82 დამარცხდნენ.
18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა – 14 ქულა, 8 მოხსნა.
შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა.
კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით – თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.
„რეალთან“ შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა – 731.
584 ჩაგდებული ორქულიანით მეოთხე ადგილზეა შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი.