გიორგი შერმადინის 20 ქულა თასის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის თასის ფინალში გასულ გიორგი შერმადნის „ტენერიფეს“ ტიტულის მოგების კარგი შანსი ჰქონდა. მისი მეტოქე „უნიკახა“ იყო, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა „ბარსელონა“ და „რეალი“. თუმცა არც „ტენერიფესთან“ დაუგდია ტემპი და 83:80 გაიმარჯვა.
თასის მომავალ მფლობელთან ბოლომდე იბრძოლა გიორგი შერმადინმა, რომელიც ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესი იყო. მან 32 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 21 ქულას 10 მოხსნა მიამატა. „უნიკახაში“ კი ყველაზე მეტი კარტერს ჰქონდა – 16 ქულა.