გიორგი შერმადინის 20 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში - „ტენერიფემ“ „ბილბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის 20 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში - „ტენერიფემ“ „ბილბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის  ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მან „ბილბაოსთან“ გამარჯვებაში 20-ქულიანი წვლილი შეიტანა. „ტენერიფემ“ შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარა და 73:57 იმარჯვა.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 23 წუთი ითამაშა, 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 12-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფეს“ 6 მოგება, 1 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს „რეალთან“ და „ბარსელონასთან ერთად ლიდერობს.